ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.

უწყების ცნობითვე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორი, ქუთაისში, 30 მიგრანტს გადაეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, 88 დაბრუნებულმა მოქალაქემ მიიღო.

„ქუთაისში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.

სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი, ყოველწლიურად, 200-ზე მეტ მიგრანტს გადაეცემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს