ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს.

მათი განცხადებით, ისინი უსახლკაროები არიან და ხელისუფლებას ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. ამბობენ, რომ შენობაში 20-მდე ოჯახია და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ შენობა გვიან ღამით დაიკავეს, რადგან წასასვლელი არსად აქვთ.

„ლებია ქირით ვცხოვრობთ, მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს, წასასვლელი არსად გვაქვს. იქნებ ოდესმე მოგვაქციოს ხელისუფლება ყურადღება”,- ამბობენ მოქალაქეები.

ბაქოს ქუჩაზე, სამართალდამცავები იმყოფებიან.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა