CIU-ს პროფესორებმა ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიაში შეხვედრა გამართეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე და უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია სამუშაო ვიზიტით ესტონეთში, ქალაქ ტალინში იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მათ შეხვედრა გამართეს ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიაში (eGA), აკადემიის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელ არვო ოტტოსთან, მესამე პირებთან ურთიერთობის მმართველ ანს ურვაკთან, კომუნიკაციის ექსპერტ რიინა კალასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში, როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიური და პრაქტიკული მიმართულებით, ციფრული მმართველობის განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები, ესტონეთის გამოცდილება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ელექტრონული ხელმოწერების (Mobile ID და Smart ID) დანერგვის შესაძლებლობებში და ციფრულ მმართველობაში კიბერუსაფრთხოების საკითხები, ასევე, ციფრულ მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დაიგეგმა პროფესორ გიორგი ხატიძის და პროფესორ ზვიად გაბისონიას მიმდინარე პროექტის - „საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვის სამართლებრივ-ტექნოლოგიური გამოწვევები (ესტონეთის გამოცდილების მაგალითზე)“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტს და ხორციელდება უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე