შსს - 23 ოქტომბერს თბილისში მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან

შსს, 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

შსს მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან, გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს.

მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს