Financial Times - აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა

აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ვითარებასთან ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების მოსაზრებით, თურქეთის ხელისუფლებამ მიღებული შეზღუდვების შესახებ საჯაროდ “პოლიტიკური მგრძნობელობის” გამო არ გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, საექსპორტო შეზღუდვებში მოხვდა დასავლური წარმოების კომპონენტების 50 საქონელი, რომლებსაც აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და იაპონია საკვანძოდ მიიჩნევენ რუსეთის არმიისთვის.

სიაშია ელექტრონიკა, მაგალითად, მიკროჩიპები, დისტანციური მართვის სისტემები, პროცესორები და მეხსიერების ბარათები, რომლებიც გამოიყენება რაკეტებსა და დრონებში.

სახელმწიფო სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ თურქეთის ამ საქონლის ექსპორტი 12-ჯერ გაიზარდა და 2022 დეკემბრისთვის 38 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2024 წლის დასაწყისიდან სამხედრო დანიშნულების საქონლის რუსეთში ექსპორტმა კლება დაიწყო. 2024 წლის აგვისტოსთვის მისი მოცულობა 4.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ეს ნაწილობრივ მიწოდების ჯაჭვის დაგრძელებით აიხსნება - ახლა მასში ყაზახეთსა და აზერბაიჯანსაც ითვალისწინებენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს