თურქეთმა ერაყსა და სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ობიექტებს დაარტყა

თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში “ქურთისტანის მუშათა პარტიის” (PKK) ობიექტებზე დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად ტერორისტების კუთვნილი 32 სამიზნე „წარმატებით განადგურდა“.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი სამიზნეები გაანადგურეს. მათი მტკიცებით, ყველა ზომა მიიღეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ავიაიერიშების განხორციელებამდე რამდენიმე საათით ადრე ანკარაში თავდაცვით-სამრეწველო კომპანია Turkish Aerospace Industries-ზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. გარდა ამისა, ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ თავდასხმაში, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ მონაწილეობდა. PKK-ის შესაძლო მონაწილეობის შესახებ განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმაც.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა