მიხეილ სარჯველაძე - მაქვს მოლოდინი, რომ 60-ზე მაღალიც იქნება საზოგადოების მხარდაჭერა - ხელისუფლების გადაბარების მოლოდინი არ მაქვს

მაქვს მოლოდინი, რომ 60-ზე მაღალიც იქნება საზოგადოების მხარდაჭერა. არც დრო მქონია და არც სურვილი გამჩენია ხელისუფლების გადაბარება აქტუალურად დამდგარიყო დღის წესრიგში. ამის მოლოდინი არ მაქვს. შეკითხვა მშვიდობიანად თუ როგორ, მანიპულაციურად გამოიყურება. არასდროს ეს ხელისუფლება ამ ქვეყანაში კანონგარეშე პროცესების ინიციატორი არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობებით, სამართლებრივი ბაზით, სამართლებრივი პრაქტიკით არასდროს საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც ის არის დღეს.

“მაქვს მოლოდინი, რომ 60-ზე მაღალიც იქნება საზოგადოების მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, არც დრო მქონია და არც სურვილი გამჩენია არასდროს მეფიქრა იმაზე, რომ ხელისუფლების გადაბარება აქტუალურად დამდგარიყო დღის წესრიგში. იმიტომ, რომ ამის მოლოდინი არ მაქვს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, მშვიდობიანად თუ როგორ, შეკითხვა მანიპულაციურად გამოიყურება. იმიტომ, რომ არასდროს ეს ხელისუფლება ამ ქვეყანაში კანონგარეშე პროცესების ინიციატორი არ ყოფილა და რასაკვირველია ეს არასდროს მოხდება. დღეს ჩვენ გვაქვს შემდგარი სამართლებრივი სახელმწიფო და ასეთი კითხვის დასმის საფუძველი და ფიქრი იმასთან დაკავშირებით, მშვიდობა თუ არამშვიდობა ობიექტურად არ გაგაჩნიათ.

საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობებით, სამართლებრივი ბაზით, სამართლებრივი პრაქტიკით არასდროს საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც ის არის დღეს. ამაში მარწმუნებს თითოეული ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხორციელებაშიც მე თვითონ ვმონაწილეობდი. ზუსტად ვიცი, როგორი იყო ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით პროგრესი. არცერთ სხვა კანდიდატ სახელმწიფოსთან შედარებით, განსაკუთრებით ეს ეხება უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს არ აქვს ნაკლები გაკეთებული ევროინტეგრაციის მიმართულებით. მერწმუნეთ, ამაზე კონკრეტული, გაზომვადი კრიტერიუმებით შეიძლება საუბარი. საქართველო დღეს ყველაზე ახლოსაა, ისტორიულ პიკზე იმყოფება ევროკავშირთან სტანდარტები დაახლოების მიმართულებით. სხვა საკითხია ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამის აღქმა და დანახვა. იქნება ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში