ანიტა ჯოჯუა - „ქართულმა ოცნებამ" ფოთში გაყალბების ახალ მეთოდს მიაკვლია და გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა

„ქართულმა ოცნებამ" ფოთში გაყალბების ახალ მეთოდს მიაკვლია და გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა, - ამის შესახებ ფოთის საკრებულოს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ანიტა ჯოჯუამ განაცხადა.

მისი თქმით, გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში ჯანმრთელი ადამიანები არიან ჩაწერილები, რაც მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია და ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს „სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილეობისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ფოთში მარცხს შეგუებული „ქართული ოცნება" ყველაფერზე მიდის, რომ მაქსიმალურად გამოიმათხოვროს ხმები, მათ მიაკვლიეს გაყალბების ახალ მეთოდს, გადასატან ყუთზე ჩაწერეს ჯანმრთელი ადამიანები, ჩვენ გვაქვს მათი გადამოწმებული სია. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ხდება ამ ხალხის მოსყიდვა და იძულება, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას". კატეგორიულად ვაფრთხილებთ ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ სისხლის სამართლის დანაშაულში. ჩვენს მიერ ყველა ფაქტი დაფიქსირებულია და განსაზღვრულ ვადებში მოხდება მათზე რეაგირება", - განაცხადა ანიტა ჯოჯუამ, რომლის კომენტარს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია