ვახტანგ გომელაური - წყლის ჭავლის ახალი მანქანები შევიძინეთ, სხვადასხვა მოდიფიკაციის

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყებამ წყლის ჭავლის ახალი მანქანები შეიძინა.

როგორც გომელაურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახლად გახსნილი ბაზის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე განახლდა სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება.

„ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა. არის სასწავლო ოთახები, აღჭურვილობა, ახალი ტექნიკა შევიძინეთ, იგივე წყლის ჭავლის მანქანები. რომელიც შეძენილი იყო, 2006 წელს თუ 2007 წელს, წინა მთავრობის დროს, დიდი ხნის მანქანები იყო და დავამატეთ. ახალი ჭავლის მანქანები შევიძინეთ რამდენიმე, სხვადასხვა მოდიფიკაციის. ასევე სხვადასხვა ტექნიკა შევიძინეთ, სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება განახლდა, როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე პისტოლეტები და ასე შემდეგ“,-განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება და ხელფასების მატება.

„სამწუხაროდ, შენობები არის უფრო სავალალო მდგომარეობაში, რაიონებში პატარა განყოფილებებია და ახალი უნდა აშენდეს. სახანძრო მიმართულებითაც არის დასამატებელი ტექნიკა, სახანძრო მანქანები. მრავალსართულიან შენობებზე სამუშაო კიბეები რამდენიმე ცალი გვაქვს, თუმცა საკმარისი არ არის. სოფლებში სანამ მანქანა ჩადის, უკვე დამწვარი გვხვდება შენობები", - განაცხადა გომელაურმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს