იან კელი დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე - ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ

ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ორივე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] ძალიან დაფასებულია საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის შესახებ გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე 2 დღით ადრე. ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ”, - წერს კელი.

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ერთ-ერთი პირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილია, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

ასევე, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობდა ჩხრეკა. ასევე პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა Atlantic Council-ის ოფისში. პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობა.

მოგვიანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრელა ინფორმაცია, რომ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია