დავით უტიაშვილი - აჟიოტაჟური ეპიზოდისა და მოლოდინების მილევის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში რეზერვებს კვლავ შევავსებთ

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი, სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ზეწოლას წინასაარჩევნო პერიოდს, ერთჯერადი ტრანზაქციებს და მოლოდინების ეფექტს უკავშირებს.

უტიაშვილის შეფასებით, მსგავს სიტუაციაში მიზანშეწონილია ეროვნულმა ბანკმა პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, გამოიყენოს თავისი რეზერვები და ბაზრის დროებითი დისბალანსი აღმოფხვრას.

მისივე თქმით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, საარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ ვალუტას უკან დააბრუნებენ, რაც ეროვნულ ბანკს რეზერვების კვალავ შევსების შესაძლებლობას მისცემს.

„ანალოგიური პერიოდებისა და სხვა ქვეყნების მსგავსად, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდთან, მოლოდინების ფაქტორებთან დაკავშირებული ზეწოლა სავალუტო ბაზარზე. ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება მიზანშეწონილია ბაზარზე არსებული დროებითი დისბალანსის დასაკომპენსირებლად. როგორც გამოცდილება აჩვენებს, აჟიოტაჟური ეპიზოდის გადავლისა და უარყოფითი მოლოდინების მილევის შემდეგ ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ უცხოურ ვალუტას უკან აბრუნებენ. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში რეზერვებს კვლავ შევავსებთ", - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მართვის სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს, რომელიც თანხვედრაშია სხვა ცენტრალური ბანკების პრაქტიკასთან, სადაც გაცვლითი მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს.

„სავალუტო ინტერვენციები ჩვენი სტრატეგიის შესაბამისია. ლარის კურსი მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობისთვის, ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სტაბილურობისთვის. ჩვენს გადაწყვეტილებებს კი პრევენციული ხასიათი აქვს. რომ არა ინტერვენციები შესაძლოა აჟიოტაჟი უფრო გამძაფრდეს, მაშინ როდესაც ამის წინაპირობები მაკრო ფუნდამენტალების ნაწილში არ არსებობს", - აღნიშნა უტიაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს