ცესკო - ისრაელში რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ისრაელში გახსნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

როგორც ცესკოს განცხადებაში წერია, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის.

“საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მოუმართავს.

ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა კომისიის 9 წევრი მაინც. აქვე გაგაცნობთ ცესკოს 11 ოქტომბრის დადგენილებას (№50/2024), რომელიც განსაზღვრავს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხს. დადგენილების თანახმად, თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია გარდაიქმნება სპეციალურ ჯგუფად და სპეცჯგუფს მიეცემა უფლება ჩაატაროს კენჭისყრა.

იმ შემთხვევაში თუ სპეცჯგუფს არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ერთდროულად ან სპეცჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეცჯგუფი ცესკოს მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეცჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ კენჭისყრა არ იმართება თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდება.

ზემოაღნიშნული დადგენილების მიღება და მისი შინაარსი კი თავის მხრივ მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს უწყობს სხვა სახელმწიფოებში კენჭისყრის შეუფერხებლად ჩატარებას. ცესკო მოუწოდებს კომისიის წევრებს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები, იმისათვის რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში”, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში