CNBC - საქართველოს საპარლამენტო არჩევნები აიძულებს ამომრჩევლებს, აირჩიონ მომავალი რუსეთთან ან მომავალი ევროპასთან

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში შაბათს უნდა ჩატარდეს, შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა, რომელიც განსაზღვრავს, ქვეყანა რუსეთისაკენ წავა თუ დასავლეთისკენ, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში: საქართველოს არჩევნები აიძულებს ამომრჩევლებს აირჩიონ მომავალი რუსეთთან ან მომავალი ევროპასთან, რომელსაც გამოცემა CNBC-ი აქვეყნებს.

„შაბათის კენჭისყრას ყურადღებით ადევნებენ თვალს, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის მანძილზე პროდასავლური ჯგუფიდან აშკარად პრორუსულ ჯგუფად იქცა, ხელისუფლების შენარჩუნებას, თუ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მას ძალაუფლებისგან ჩამოაშორებენ“, - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი, ვინც ქართულ პოლიტიკას ყურადღებით აკვირდებიან, აცხადებენ, რომ შაბათის არჩევნები გადამწყვეტი მომენტია იმ ქვეყნისთვის, რომელიც, ისევე როგორც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, აღმოჩნდა რუსეთთან ან დასავლეთთან დაკავშირებულ მომავალს შორის და სადაც პოლიტიკური პოლარიზაცია გამოხატული გახდა.

„საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევის გამო ის პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდა ვაშინგტონთან და ევროკავშირთან, რომლებმაც დააწესეს სანქციები ქართველ ოფიციალურ პირების წინააღმდეგ და რის შედეგადაც, თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და მისი დაფინანსება გაიყინა. ეს არის სწრაფი ვარდნა კეთილგანწყობიდან, რადგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში მიიღო“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ანალიტიკოსები საქართველოს არჩევნებს აფასებენ, როგორც რეფერენდუმს „ევროპის მხარდასაჭერად ან მის წინააღმდეგ“, მაგრამ ის ასევე შეიძლება განიხილებოდეს როგორც რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენის და მოსკოვთან უფრო მჭიდრო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მხარდაჭერა ან ამის წინააღმდეგ ხმის მიცემა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია