საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო

დღეს, 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო.

09:00 საათიდან 19:00 საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა წარიმართება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში არა უგვიანეს 20:00 საათისა უნდა დაბრუნდეს.

საუბნო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში იმ ამომრჩეველს გაატარებს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში რეგისტრაცია ვერ გაიარა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას კენჭისყრის დღეს მიმართავს და შესაბამისს დოკუმენტებს (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა) წარადგენს.

12:00 საათსა და 17:00 საათზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადათვალოს და ეს რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს.

კენჭისყრის შენობები 20:00 საათზე დაიკეტება. კანონის გათვალისწინებით, ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.

კენჭისყრის დღეს საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში და ასევე, ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20:00 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა მიიღო.

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით ცესკოს გაუგზავნოს.

ცესკო ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა უზრუნველყოს, მათ შორის მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებით.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს