კახა კალაძე - არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა - ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა

გასული 30 წლის მანძილზე, ქართველმა ხალხმა უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა. ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა რთულ მომენტში, ჩვენ გვერდით იდექით თქვენ და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ყველა სირთულე დაგვეძლია და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაგვეცვა , - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ქართველ ამომრჩეველს.

როგორც კალაძემ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, დაწყებული საქმის გაგრძელებას მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

“მოგესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს. მოგესალმებით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოგესალმებით ყველა თაობის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ახალგაზრდებს, რომელთათვისაც გვინდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი.

ბოლო 4 წელიწადი იყო უამრავი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრძოლით მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. ყველაფერი დიდი ენერგიის და ნერვების ფასად დაგვიჯდა, თუმცა, ჩვენმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა ღირსება და საქართველოს არა მხოლოდ საბედისწერო საფრთხე ააცილა თავიდან, არამედ ქვეყანას წინსვლაც მოუტანა.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვერაფრით შევძლებდით, რომ არა თქვენი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა. გასული 30 წლის მანძილზე, ქართველმა ხალხმა უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა. ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა რთულ მომენტში, ჩვენ გვერდით იდექით თქვენ და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ყველა სირთულე დაგვეძლია და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაგვეცვა.

დაწყებული საქმის გაგრძელებას მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება ჭირდება. დარწმუნებული ვარ, ხვალ, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ ზუსტად ისევე დავდგებით ერთად, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ერთად ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და კეთილდღეობისთვის.

არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. ერთ მხარეს არის მონური მორჩილება, სიძულვილი და უსამშობლობა, ხოლო მეორე მხარეს მშვიდობა, თავისუფლება, სიყვარული და პატრიოტიზმი. ჩვენ სწორედ ერთმანეთის და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით უნდა ავაშენოთ თავისუფალი და ერთიანი საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.

ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს განვითარებას მყარი საფუძველი შევუქმნათ”, - განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში