ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დაპირისპირების შესახებ ვიდეოზე - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი ცნობები მოდის

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი ცნობები მოდის, - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ ისანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან შეკრებილი პირები ერთმანეთს ფიზიკურად.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი ცნობები მოდის. ვხდებით თუ არა ჩვენს თვალწინ დემოკრატიის დასასრულის მოწმენი?“ - წერს მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია