დავით კოდუა - ზუგდიდში, კაცი ქუდზე გამოვა და გააკეთებს სწორ არჩევანს - არავის მივცემთ საშუალებას ამ ქალაქში რეჟიმი ისევ მობრუნდეს

ზუგდიდში, კაცი ქუდზე გამოვა და გააკეთებს სწორ არჩევანს, არავის მივცემთ [საშუალებას] ამ ქალაქში ისევ მობრუნდეს ის რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ცხოვრების საშუალებას გვიკრძალავდა, ბიზნესსექტორს უკრძალავდა სამეწარმეო საქმიანობას,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დელეგატმა დავით კოდუამ ჟურნალისტებს ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბნის ჩაშლა სურთ [ოპონენტებს], რადგანაც ამ უბანში “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

„არაფერს განსხვავებულს არ ველოდებით იმ ადამიანებისგან, ვინც 9 წლის განმავლობაში ძალადობრივად მართავდნენ ქვეყანას. სწორედ დღევანდელი დღე არის მათი იმ დროინდელი გამოცდილების და ჩვევების გამოვლინება. მე-9 უბანს დღეს ხელმეორედ მოუვარდნენ და ცდილობდნენ პროვოკაციას. მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები უბანში შედიან, აბულინგებენ ჩვენს დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს ცესკოდან და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ზეწოლის ქვეშ მოექცნენ ადამიანები, ატეხონ პროვოკაცია, აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში ჩაშალონ უბანზე საარჩევნო პროცესი. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას, ყველას საკადრის პასუხს გავცემთ, ხელისუფლება ყოველთვის დადგება ხალხის და კანონის გვერდით”, - განაცხადა დავით კოდუამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე, ცოტა ხნის წინ, მორიგი დაპირისპირება მოხდა. როგორც “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა, სალომე მელიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მე-9 უბანთან მის მეუღლესა და ბიძაშვილს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ. მელიას თქმით, მომხდარის ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირება მისი მხრიდან უბნების დაკვირვებას ეხებოდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს