მეუფე შიო - მსოფლიოში ისე ვითარდება მოვლენები, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო მოწყობაში, წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება

მსოფლიოში ისე ვითარდება მოვლენები, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო მოწყობაში, წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ განაცხადა, იმედოვნებს, რომ დღევანდელი არჩევნები იქნება საწინდარი და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.

,,მინდა, დავლოცო ჩვენი ქვეყანა - საქართველო და ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და საღვთო გზით სიარული, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, მსოფლიოში ისე ვითარდება მოვლენები, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო მოწყობაში, წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება. ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია. მაქვს იმედი, რომ დღევანდელი დღე, დღევანდელი არჩევნები იქნება საწინდარი და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ამ მიზნისკენ. ღმერთმა დაგლოცოთ",- აღნიშნა მეუფე შიომ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს