ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის მომხრეა ჩატარდეს გარე აუდიტი, რათა დადგინდეს, რამდენად გამართულად იმუშავა ელექტრონულმა სისტემამ არჩევნების დღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის მომხრეა ჩატარდეს გარე აუდიტი, რათა დადგინდეს, რამდენად გამართულად იმუშავა ელექტრონულმა სისტემამ არჩევნების დღეს.

კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, „ღიაობის პრობლემა არც ცესკო-ს აქვს“.

„რამდენადაც ვიცი, ეს აუდიტი ისედაც არის რეგულარულად გათვალისწინებული. ცესკო-ს შესაბამისი ნორმატიული ბაზა აქვს. ამ აპარატურის უცხოური აუდიტი უკვე ჩატარდა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ეს ისედაც არის გათვალისწინებული, აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს.

მეტსაც გეტყვით, არ ვიცი, ეს ცესკო-ს გადასაწყვეტია, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, თუ დაიდებოდა რეგისტრირებული ამომრჩეველთა ბაზები, რაც ნებისმიერ სუბიექტს დადარების შესაძლებლობას მისცემდა. ანუ, სხვადასხვა უბნის ერთმანეთთან დადარების საშუალებას. თავის დროზე, თქვენ გახსოვთ, 2020 წელს იმავეს საუბრობდნენ ეს ადამიანები, კარუსელი და ა.შ. - ეს ყბადაღებული თემა. მაშინ ჩვენ შევქმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და შევთავაზეთ ოპოზიციას და „ენჯეოებს“ სამასი უბნის გადათვლა. წარმოიდგინეთ რას ვთავაზობდით - დალუქული უბნების ლუქების ახსნას და გადათვლას. ხომ ამტკიცებდნენ, რომ იყო დუბლირებები და კარუსელი, რომ სხვადასხვა უბანზე ხმას აძლევდა რამდენიმე ამომრჩეველი. უნდა დაედარებინათ სიები და ოქმები. ყველამ თქვა უარი, რატომ? იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცოდა, 2020 წლის არჩევნები არ იყო გაყალბებული. თავად გააყალბეს „პივიტი“, თვითონ ყველაფერი იციან ხოლმე. ამიტომ, თავი აარიდეს საგამოძიებო კომისიაში მუშაობას. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მათ იმის სრულად აღიარება მოუწევდათ, თუ რა მასშტაბის მანიპულაცია განახორციელეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვართ სრულად გახსნილი, ცესკო-საც დარწმუნებული ვარ, არ აქვს არანაირი ღიაობის პრობლემა. ყველას აქვს ყველაფრის გადამოწმების უფლება, როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა.

მომხრე ვიქნებოდი, დანარჩენი ცესკო-ს თემაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია