უსკო აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური პარტიების მანდატების გადანაწილების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური პარტიების მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: N4-კოალიცია „ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“ -1 მანდატი, N5- „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 3 მანდატი, N9-„ძლიერი საქართველო“ –„ლელო ხალხისთვის“, „თავისუფლებისთვის“ - 1 მანდატი, N-25 –„გახარია საქართველოსთვის“ - 1 მანდატი, N 41-,,ქართული ოცნება’’- 12 მანდატი.

უსკოს ცნობით, 3 გაუნაწილებელ მანდატს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.

„უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა (21 ნოემბერს), თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.

პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია,

წინასწარი შედეგების მიხედვით მანდატები გადანაწილდება შემდეგნაირად:

N4- კოალიცია „ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ -1 მანდატი;

N5-„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 3 მანდატი;

N9-„ძლიერი საქართველო -ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 1 მანდატი;

N-25 –„გახარია საქართველოსთვის“ - 1 მანდატი

N 41-,,ქართული ოცნება’’- 12 მანდატი;

3 გაუნაწილებელ მანდატს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. („ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის”,- აცხადებენ უსკოში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს