პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, პრეზიდენტთან ისაუბრეს არჩევნებთან და იმ შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ.

„პრეზიდენტთან ვიყავით მოწვეული იმასთან დაკავშირებით რომ გვესაუბრა არჩევნებთან და იმ შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ. შესაბამისად, აქ ამისთვის ვიყავით, რომ გავაზიაროთ ის საკითხები, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ, როგორც წინასაარჩევნო, ასევე გუშინ, არჩევნების დღეს”, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ნინო დოლიძესთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა და საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება