IRI-ის წარმომადგენელი - სისტემატური, რეგულარული ზეწოლა, დათრგუნვა - ამან ყველაფერმა შიშის გარემო შექმნა

სისტემატური, რეგულარული ზეწოლა, დათრგუნვა - ამან ყველაფერმა შიშის გარემო შექმნა, - ამის შესახებ ყოფილმა კონგრესმენმა, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ჯონ შიმკუსმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარი განცხადებების წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, ჯონ შიმკუსმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ IRI მოუწოდებს ცესკოს ყველა შედეგის სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ჩაატაროს იმისთვის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იყოს ასახული.

„ასევე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები იყო მოგროვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამან ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემების განვითარებას, ამან შექმნა შიშით დატვირთული გარემო, შექმნა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელმაც შემდეგ გამოხმაურება ჰპოვა არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო ანგარიშებში.

2 მილიონზე მეტი მოქალაქე გამოცხადდა. IRI-ს დამკვირვებლები იყვნენ 260 უბანზე. მთლიანობაში, უბნებზე ტექნიკურად გამართულად ჩატარდა, ახალი ტექნოლოგიები მუშაობდა ისე, როგორც იყო განზრახული, თუმცა მცირე პრობლემები იყო დაფიქსირებული ბიულეტენების დასკანერებასთან დაკავშირებით.

იყო გარკვეული კითხვის ნიშნები და შეშფოთებები ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით. ასევე სისტემატური, რეგულარული ზეწოლა, დათრგუნვა - ამან ყველაფერმა შიშის გარემო შექმნა. ასევე, ინციდენტები იყო ხმების მოსყიდვის, ასევე, განმეორებით ხმების მიცემის, ძალადობის შემთხვევები, იყო მარკირების შეუმოწმებლობა. მთლიანობაში, დახურვის და დათვლის დროს ვითარება მშვიდი იყო. შედეგების გადაცემა მოხერხდა. საოლქოების დონეზეც პროცედურების თანახმად ჩატარდა ხმების შეგროვება.

მისია აცხადებს, რომ საბოლოო შეფასება მომავალში უნდა მოხდეს. 337 საჩივარია ჯერ ცესკოში შესული, რომელიც გადაწყვეტას ელოდება. IRI მოუწოდებს ცესკოს ყველა შედეგის სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ჩაატაროს იმისთვის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იყოს ასახული. ვაგრძელებთ საარჩევნო პროცესის დაკვირვებას, ველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას, ასევე იმ დავების განხილვას და გადაწყვეტას, რომელიც შეტანილია“,- აღნიშნა ჯონ შიმკუსმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში