ანა დოლიძე - „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველგან დავადასტუროთ - ეს არის სირცხვილი, ხელწერა, რითაც ეს ხელისუფლება ისტორიაში შევა, რომ ესენი პოლიტიკური ტრეფიკიორები არიან

„ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველგან დავადასტუროთ - ეს არის სირცხვილი, ხელწერა, რითაც ეს ხელისუფლება ისტორიაში შევა, რომ ესენი პოლიტიკური ტრეფიკიორები არიან, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ისინი თანამშრომლობენ სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, მისებთან და პოლიტიკურ კოლეგებთან, რადგან დაისახოს მრავალფეროვანი გეგმა, არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

თავგანწირვის და გმირობის ფანტასტიკური შემთხვევები ვიხილეთ, ხალხმა თავი არ მოუდრიკა საჯარო სამსახურის ჩინოვნიკებს იმისთვის, რომ პირადობის მოწმობები წაერთმიათ.

ჩვენ ვხედავთ ამ ნდობას და იმედს, რომელიც თქვენ გამოგვიცხადეთ და შესაბამისად ვაპირებთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ, მრავალნაირი საშუალებით - სამართლებრივი, არასამართლებრივი და კანონიერი საშუალებებით იმისათვის, რომ დავიცვათ თქვენი და მთლიანად ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანი.

ეს არჩევნები თქვენ მოიგეთ, „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველგან დავადასტუროთ. ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ და ვკრებთ ბევრად მეტ ფაქტებს, „ოცნების“ გაყალბების მანქანის შესახებ, ალბათ, პირველად ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი. მძევლად აიყვანეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით და ამით აიძულეს, რომ სახლში დარჩენილიყვნენ და ეს გაყალბების უდიდესი სქემისთვის გამოიყენეს, რის შედეგადაც გაგვიყალბეს არჩევნები.

ეს არის სირცხვილი, ხელწერა, რითაც ეს ხელისუფლება ისტორიაში შევა, რომ ესენი პოლიტიკური ტრეფიკიორები არიან. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მისიებთან, ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ კოლეგებთან იმისათვის, რომ დაისახოს გეგმა მრავალფეროვანი და მრავალმხრივი, ამ შედეგის წინააღმდეგ ბრძოლისა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს