ნათია მეზვრიშვილი - ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით - სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას, მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები

სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებაში.

როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება შეიტყობს თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით.

“ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი:

ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ იმით, რომ ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმის გამოყენებით, ყველა დონეზე, ამის აღიარებას მივაღწიოთ. თვეები მოვანდომეთ მტკიცებულებების მოგროვებას. ახლაც ამას ვაკეთებთ. დამკვირვებლებს ჯერ საბოლოო შეფასებები არ გამოუქვეყნებიათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეფასებები იყოს კიდევ უფრო მძიმე.

ამაში ვდებთ ახლა მთელ ჩვენ ენერგიას. ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ დეტალს გაგიზიარებთ.

არასოდეს გვახასიათებდა არათანმიმდევრულობა. ნაადრევად არც ოპოზიციის გამარჯვება გვიზეიმია. მესმის, ემოციური ფონია (და არჩევნების გაყალბების გათვალისწინებით, სავსებით სამართლიანად), მაგრამ ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით.

სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები“,- წერს მეზვრიშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია