ირაკლი ფავლენიშვილი - ხელს გვიშლიან ჩვენი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში - თუ რუსთაველის გამზირზე დინამიკები არ შემოვიტანეთ და სცენა არ მოვაწყვეთ, პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა შეგვეზღუდება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სცენის მოწყობისა და ხმის აპარატურის დამონტაჟების საშუალებას არ აძლევენ.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მათ კონსტიტუციური უფლების გამოყენებას და პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას უზღუდავს.

„როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ხელს გვიშლიან ჩვენი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში. თუ არ შემოვიტანეთ დინამიკები, თუ არ მოვაწყვეთ სცენა, ხალხი უბრალოდ ხმას ვერ გაიგებს და პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა შეგვეზღუდება. რა თქმა უნდა, ივანიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მან მთავარი, არჩევნები წაგვართვა. 2020-შიც გააყალბა არჩევნები, მაგრამ ახლა სხვა რაღაც მოხდა, სპეცოპერაცია ჩაატარა ამ ადამიანმა რუსეთის უშიშროების პირდაპირი ჩარევით და ამაზე უკვე გამოძიება დაანონსებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ვეცდებით შემოვიტანოთ ეს აპარატურა და მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთის უშიშროებას და სპეცოპერაციის შედეგად დამდგარი შედეგები, არ უნდა მივიღოთ არავინ. ახლა ეროვნული წინააღმდეგობის დროა. პარტიული ხაზებიც წაშლილია. ყველა საქართველოს მოქალაქე, ვისაც გვინდა პატიოსნად, სამართლიანად ცხოვრება სუვერენულ სახელმწიფოში, უნდა შევიკრიბოთ დღეს 28 ოქტომბერია და პირველი მრავალპარტიული არჩევნები რომ ჩატარდა საქართველოში, დედაჩემს და მამაჩემს ეგონათ, რომ მე არ მომიწევდა ამისთვის ბრძოლა, მაგრამ მოგვიწია. არჩევნების უფლება, რომელიც 9 აპრილს სისხლით მოვიპოვეთ, წაგვართვეს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი