„პალიტრა L“ მე-19 იუბილესთან დაკავშირებით მკითხველს სიურპრიზს უმზადებს

„პალიტრა L“ იუბილეს ტრადიციულად მკითხველთან ერთად აღნიშნავს. 31 ოქტომბერს გამომცემლობას 19 წელი უსრულდება და სწორედ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 30-31 ოქტომბერს განსაკუთრებულ სიურპრიზებს გთავაზობთ.

გამომცემლობა 2005 წელს დაარსდა და მალევე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, თვალი მიედევნებინა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე ტენდენციებისთვის.

ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გა­ზრ­დის და თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გამომცემლობას უკვე აქვს აპლიკაციაც. უნი­კა­ლუ­რი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც წიგ­ნე­ბის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას, ისე აუ­დიო წიგ­ნე­ბის მოს­მე­ნა­სა და ელექტრო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მნას. შე­დე­გად, მკი­თხველს სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მუ­დამ თან ექ­ნე­ბა და მის მოს­მე­ნა­სა თუ წა­კი­თხვას ნე­ბის­მი­ერ დრო­სა და ად­გილ­ზე შეძ­ლებს.

30-31 ოქტომბერს გამომცემლობა ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციაში გთავაზობთ 50% ფასდაკლებას, ნებისმიერ შენაძენზე.

ხოლო „ბიბლუსის“ მაღაზიებში, „პალიტრა L-ის“ ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მიიღებთ საჩუქარს.

ჩაინიშნე 30-31 ოქტომბერი და არ გამოტოვო სიურპრიზები „პალიტრა L-სგან“!

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს