თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური სახლების მშენებლობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, სოფელ ერგესა და კაპრეშუმში სოციალური სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

„სოფელ კაპრეშუმში, 9-სართულიან, თანამედროვე სტანდარტების, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლში, 90 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას. ამ ეტაპზე შენობის აშენება დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.

სოფელ ერგეში 11 - სართულიანი სოციალური სახლი შენდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ამ ეტაპზე აშენებულია შენობის სამი სართული. ახალ სოციალურ სახლში 121 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია 4 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც ბინები გადაეცათ 112 ეკომიგრანტ ოჯახს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს