ირანის პრეზიდენტი - „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი მტრების მიმართ წინააღმდეგობას გააძლიერებს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი, ნაიმ ქასემი ქვეყნის მტრების მიმართ წინააღმდეგობას გააძლიერებს, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ გამოცემა IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მასუდ პეზეშკიანის მტკიცებით, დღევანდელ კონტექსტში ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ჩაგრული პალესტინელი ერის მხარდაჭერა ისტორიული მნიშვნელობისაა.

”დარწმუნებული ვარ, რომ „ჰეზბოლას“ სათავეში ისეთი ნათელი ფიგურის არსებობა, როგორიც თქვენი აღმატებულებაა, გააძლიერებს სურვილს წინააღმდეგობის ველზე“, - განაცხადა პეზეშკიანმა.

შეგახსენებთ, „ჰეზბოლამ“ დაღუპული მეთაურის, ჰასან ნასრალას შემცვლელად დაჯგუფების ხელმძღვანელის მოადგილე, ნაიმ ქასემი აირჩია. ქასემი, რომელიც „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე იყო, დაჯგუფების ლიდერის მოვალეობებს მას შემდეგ ასრულებდა, რაც ისრაელმა გასულ თვეში ბეირუთში ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება