ბადრი ჯაფარიძე - აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება ნათელყოფს, რომ არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, ის სრულად გაყალბებული და მიტაცებულია

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ უნდობლობა ჩანს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს,- ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ განცხადება ნათელყოფს, რომ ეს არჩევნები და შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, რადგანაც, მისი თქმითვე, არჩევნები სრულად გაყალბებული და მიტაცებულია.

„ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და თანმიმდევრული დამცველი. პრეზიდენტის განცხადებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ უნდობლობა ჩანს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს, არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების უამრავი ფაქტი, ამაზეა საუბარი განცხადებაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოითხოვს, ამ გაყალბებული პროცესის გამოძიებას, ჩვენ „ძლიერი საქართველო“ მოვითხოვთ, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისი სტრუქტურის მიერ ამ გაყალბებული არჩევნების გამოძიებას, ამ პროცესის გამჭვირვალედ შესწავლას და რაც მთავარია, რეგისტრაციის აპარატების გახსნას - გასაჯაროებას, რომ საზოგადოებამ ნახოს ამომრჩეველთა სიები, რომლებმაც ხმა მისცეს 26 ოქტომბერს, დავინახავთ, რომ ათობით ათასი ადამიანის მაგივრად, რომელიც არ იმყოფება ქვეყანაში, ხმა აქვთ მიცემული „ქართული ოცნების“ გამყალბებლებს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის