კახა კალაძე - საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ეუბნებიან, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამ“, წარმოუდგენელია როგორ ტყუილებს კადრულობთ - სხვა პარტიებთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ეუბნებიან, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამ“. წარმოუდგენელია როგორ ტყუილებს კადრულობთ. სხვა პარტიებთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 270 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“.

„როგორც თბილისის მერმა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თბილისელებს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. თბილისის ყველა რაიონში, აბსოლუტურად ყველა უბანში „ქართულმა ოცნებამ“ სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

აქაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ეუბნებიან, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამ“. წარმოუდგენელია როგორ ტყუილებს კადრულობთ და როგორი მცდელობა გაქვთ, რომ საზოგადოება მოატყუოთ. თუმცა გეუბნებით, რომ სხვა პარტიებთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 270 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გპირდებით, რომ გავუფრთხილდებით თქვენს ნდობას, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, ძალისხმევით გავაგრძელებთ ამ ქალაქისა და ქვეყნის შენებას. ვერავინ და ვერაფერი, ვერანაირი ბოროტი ძალა და რადიკალიზმი ვერ შეაჩერებს ამ ქვეყნის განვითარებას, ამ ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს