თამარ კორძაია - ბიულეტენის გადაბრუნებისას ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა - გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც ხმა მიცემულია, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს

ბიულეტენის გადაბრუნების შემთხვევაშიც ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა - მოვითხოვ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ცესკო ბიულეტენს არ გადმოსცემს, ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ „სახელისუფლებო მანქანა სრულად იყო ჩართული არჩევანის გაკეთების დროს მოქალაქეების დაშინებაში“.

„ჩვენ ვთვლით, რომ არავის არ აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს, ვინ გააკეთა ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევანი და ვინ ვერა. ამიტომ, მივმართავ გიორგი კალანდარიშვილს, დღეს ჩემს საპასუხოდ თქვენი პრესსამსახურის ქალბატონი არ დააყენოთ და არ თქვათ, რომ ბიულეტენს კონვერტი ფარავდა. ყველას ასწავლიდით, რომ აუცილებელია ბიულეტენი გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არც ერთი პროცედურა. გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამიტომ, ამ გაყალბებას, ამ ზემოქმედებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი. შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს. ამ წუთას, კატეგორიულად მოვითხოვ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული. გადმოგვცენ იმისათვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს. ამას დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩავუტარებთ და შევამოწმებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობისა და მასობრივად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.

თუ ბიულეტენს ექსპერტიზისთვის არ გადმოგვცემენ, ესეც იქნება დადასტურება იმისა, რომ ამ პროცესში სახელისუფლებო მანქანა სრულად იყო ჩართული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანის გაკეთების დროს დაეშინებინა“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში