CNN - აშშ-ში, საარჩევნო ყუთებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასობით ბიულეტენი დაიწვა

აშშ-ში, საარჩევნო ყუთებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასობით ბიულეტენი დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ცეცხლი პორტლენდში, ორეგონის შტატსა და ვანკუვერში, ვაშინგტონის შტატში მდებარე საარჩევნო ყუთებს გაუჩნდა.

CNN-ის ცნობით, პორტლენდში, ბიულეტენების უმეტესობა არ დაზიანებულა, ხოლო ვანკუვერში ასობით ბიულეტენი დაიწვა.

New York Times-ი, სამართალდამცავი ორგანოების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, წერს, რომ ორივე შემთხვევის ადგილას მოწყობილობა იქნა აღმოჩენილი, რომელზეც „თავისუფლება ღაზას“ ეწერა.

პორტლენდის პოლიციის სპიკერის, მაიკ ბენერის განცხადებით, საარჩევნო ყუთებთან აღმოჩენილი მოწყობილობები აღნიშნული ინციდენტების ვანკუვერში მომხდარ პირველ შემთხვევასთან კავშირზე მიუთითებს, როდესაც 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთს ცეცხლი გაუჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია