კახა კალაძე - ჩვენ ამ არჩევნებით დავამარცხეთ ფაშიზმი თავიანთი გარე მფარველებით

ჩვენ ამ არჩევნებით დავამარცხეთ ფაშიზმი თავიანთი გარე მფარველებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი მარცხი და ფიასკო დააბრალა ყველას საკუთარი თავის გარდა, მათ შორის Gen Z-ისაც.

„გვახსოვს, რით იყვნენ დაკავებული მთელი არჩევნების განმავლობაში და იმავეს აგრძელებენ - ვერ შეიცვლებიან ეს ადამიანები - ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, მუქარები, ამით იყვნენ დაკავებულები. არ დატოვეს სფერო, სპორტიდან დაწყებული, ბიზნესით დამთავრებული, თუკი რამე სფერო არსებობს ქვეყანაში ყველგან მივიდნენ, ყველას შეურაცხყოფა მიაყენეს. თუ შენ განსხვავებული მოსაზრება გქონდა, მაშინ შეურაცხყოფაზე გადმოდიოდნენ. თავისიანებსაც კი, ახალგაზრდებსაც მიადგნენ, Gen Z- ის აგინებენ, თქვენ წაგვაგებინეთ არჩევნებიო. რა შუაში არიან ახალგაზრდები?! თავისი თავის გარდა ყველა დამნაშავეა, რომ მათ განიცადეს ფიასკო, განიცადეს მარცხი და აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია.

საქართველოში ჩვენ ლიბერალები არ გვყავს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმი თავისი შინაარსით, რადიკალურად განსხვავდება ამ რადიკალებისგან. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები და ვერასდროს საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვლენ ისეთი ადამიანები, ვინც ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე, შეურაცხყოფას აყენებდა და ფეხქვეშ თელავდა მათ ღირსებას, ასეთი პოლიტიკური ძალები ქვეყნის სამართავად ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან.“- განაცხადა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია