ირაკლი კობახიძე - არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გამარჯვება.

“რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციას, თქვენ იცით, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა. ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება. ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა, ამ ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება.

ამ არჩევნების შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რაც, ვფიქრობ, მოხდება ძალიან მალე, მომავალ წელს, შესაძლოა, ეს მოხდეს იანვარ-თებერვალში, ან რამდენიმე თვის შემდეგ. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მაშინვე გადაიტვირთება და ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება ურთიერთობებში სამართლიანობა. გახსოვთ, რომ ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, მანამდე ასეთი პრობლემები, გაუგებრობები არ არსებობდა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, გაჩნდა ეს გაუგებრობები. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე ეს გაუგებრობები გაქრება და შესაბამისად, აღდგება სამართლიანობა და აღდგება ჯანსაღი ურთიერთობები.

სანქციებს რაც შეეხება, იცით, რომ ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, რომ შეუერთდეს სანქციებს და დააწესოს რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას. ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, დღეს აქ ჰიდროელექტროსადგურს კი არ გავხსნიდით, გვექნებოდა საერთოდ სხვა ვითარება, რაც მუშაობდა, ისიც გაჩერდებოდა. პირველივე წელიწადს მინიმუმ 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა. ამას ითხოვს ევროპარლამენტი ღიად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია