ლევან მგალობლიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ლევან მგალობლიშვილმა, იაპონიის ელჩს ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ მიაწოდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.

„ჩვენთან იმყოფებოდა იაპონიის ელჩი. ჩვენ დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა და საჭიროებები განვიხილეთ. მოვილაპარაკეთ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით იქნება მათი მხრიდან ხელშეწყობა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ელჩმა, იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართულებით, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს