გაფართოების ანგარიში - გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე არ ასახავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ მთავრობის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას

გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის რეანიმირებისა და მიღების შესახებ მოჰყვა სხვა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც არ ასახავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ მთავრობის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ გადაიდგმებოდა 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი, რომელიც ეხება რეფორმებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში და 2023 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქმედო გეგმა ამ ცხრა აუცილებელი ნაბიჯის განხორციელების შესახებ, 2024 წლის 26 მარტს კი მთავრობამ მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა.

„გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე არ ასახავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ მთავრობის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას. ეს მოვლენები ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 27 ივნისს განიხილა. დასკვნაში ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარმოადგენს უკუსვლას კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში წარმოდგენილი ნაბიჯებიდან. 2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება