გაფართოების ანგარიში - საქართველომ სამართლიანობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში შეზღუდულ პროგრესს მიაღწია

საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება. შეზღუდული პროგრესი იქნა მიღწეული სამართლიანობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის განხორციელებით, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშის იმ ნაწილშია აღნიშნული, რომელიც სამართლიანობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, სისხლის სამართლის რეფორმამ და პოლიციის რეორგანიზაციამ იმპულსი მოიპოვა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგები შეზღუდულია.

ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ორგანოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ გათვალისწინებული ძირითადი კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ არის განხილული.

„კომისიის გასული წლის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა და ძალაში რჩება. მომავალ წელს საქართველომ უნდა უზრუნველყოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტი შესრულება და გააძლიეროს ქმედება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების მზარდი რაოდენობისა და უკანონი ყოფნის საკითხის მოსაგვარებლად, გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია/დაძლევისა და აქტივების აღდგენის მიზნით, შეინარჩუნოს საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და მისი თანმხლები სამოქმედო გეგმების განხორციელების ეფექტური დონე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროზე და აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. გარკვეული პროგრესი მიღწეულია სპეციალური სამოქმედო გეგმის მიღებითა და განხორციელებით და, ნაკლებად, სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის გაძლიერებით.

ანგარიშის თანახმად, კომისიის გასული წლის რეკომენდაციები ნაწილობრივ განხორციელდა და ძალაში რჩება.

„მომავალ წელს საქართველომ უნდა გაზარდოს კრიმინალური ქსელების გამოძიების ეფექტურობა დაზვერვის ხელმძღვანელობით პოლიციის (ILP) განხორციელებით და გაზარდოს გამომძიებლების ანალიტიკური შესაძლებლობები, მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ორგანოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ კანონმდებლობა და გააგრძელოს სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის გაძლიერება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია