ნორდიკული ქვეყნები საქართველოს არჩევნებზე - ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ - ეს არსებითი მნიშვნელობისაა, რათა გაქრეს ეჭვები

ჩვენ, ნორდიკული ქვეყნები, ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ ხსენებულ დარღვევებზე საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების დღეს, - ამის შესახებ ნორდიკული ქვეყნების განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ეს არსებითი მნიშვნელობისაა, რათა გაქრეს ეჭვები, რომლებიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობას შეექმნა.

„ნორდიკული ქვეყნები მყარად უჭერენ მხარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რომელიც ერთობლივ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეყრდნობა.

ბოლო წლებში, ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვადევნებდით თვალს საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და მიღებული კანონმდებლობები მზარდად შორდებოდა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან შესაბამის გზას. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვა არსებითი მნიშვნელობისაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის.

როგორც ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში დამსახურებული ადგილისკენ მიიყვანს. გავაგრძელებთ საქართველოში მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას და საქართველოს მთავრობას მისი ქმედებების შესაბამისად განვსჯით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: ლარს ლოკე რასმუსენი (დანია), ელინა ვალტონენი (ფინეთი), თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი (ისლანდია), ესპენ ბარტ ეიდე (ნორვეგია), მარია მალმერ სტენეგარდი (შვედეთი).

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის