ირაკლი კობახიძე - 2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი, 2012 წლის შემდეგ საქართველოში 111 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა, თერჯოლის ფილიალი იმერეთის მხარეში არის 26-ე

2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი. 2012 წლის შემდეგ საქართველოში 111 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა. თერჯოლის ფილიალი იმერეთის მხარეში არის 26-ე და ქვეყნის მასშტაბით უკვე არის 123-ე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თერჯოლის იუსტიციის სახლი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნა. პირველ რიგში მივულოცავ თერჯოლელებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. 500-ზე მეტ სახელმწიფო მომსახურებას თერჯოლელები მიიღებენ ამ არაჩვეულებრივ, უმაღლესი სტანდარტების შენობაში. იუსტიციის სახლი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, თანამედროვე გარემოში არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის არის ადაპტირებული იუსტიციის სახლის ახალი შენობა.

მინდა შეგახსენოთ, თუ რამდენად გაიზარდა ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები გასული 12 წლის განმავლობაში. 2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი. 2012 წლის შემდეგ საქართველოში 111 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა. თერჯოლის ფილიალი იმერეთის მხარეში არის 26-ე და ქვეყნის მასშტაბით უკვე არის 123-ე იუსტიციის სახლი. ასევე აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს 6 იუსტიციის სახლი. ასევე, იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს სერვისებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტის მეშვეობით, სადაც უზრუნველყოფილია მაღალმთიან, მოშორებულ დასახლებებში შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ასევე არსებობს გეგმები, მომავალი წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 10 იუსტიციის სახლის გახსნა და ამით მთელი ქვეყანა იქნება დაფარული იუსტიციის სახლის მომსახურებით, მათ შორის, რამდენიმე იუსტიციის სახლი გაიხსნება იმერეთში და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მთელი ქვეყანა არ იქნება დაფარული და უზრუნველყოფილი შესაბამისი მომსახურებით.

მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, რომლის სახელსაც უკავშირდება ეს მნიშვნელოვანი წარმატება, ინფრასტრუქტურის მშენებლობის გაზრდილი ტემპები“, - განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში