„თავისუფლების მოედანი“ წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ხელმძღვანელის, სიმონ ჯანაშიას განცხადებით, იწყებენ წინააღმდეგობის მოძრაობას „თავისუფლების მოედანი”, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბებული შედეგების გამოძიებას შეეცდებიან“.

როგორც სიმონ ჯანაშიამ განმარტა, მათ შორის ჩაატარებენ ახალი ტიპის აქციებს. მისივე თქმით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით 1-ელ ნოემბერს, 19:00 საათზე „მზიურის პარკში“ შეიკრიბებიან, რისთვისაც მიმართა თანამოაზრეებს, “ყველა თავისუფალ მოქალაქეს, რომ შეუერთდნენ აღნიშნულ იდეაზე მსჯელობას „მზიურ პარკში“.

აღნიშნული განცხადება სიმონ ჯანაშიამ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ცუცქირიძესთან ერთად „დედაენის ბაღში“ გააკეთა“.

„სიმბოლურია, რომ აქედან ვიწყებთ მოძრაობას იმიტომ, რომ 46 წლის წინ, როდესაც ახალგაზრდები აქედან რუსთაველზე წავიდნენ, მათ შევარდნაძემ მიმართა, „რას შვრებით, ბავშვებო?“, რაზეც მათ უპასუხეს: „ჩვენ, შენი ბავშვები არ ვართ!“. ჩვენ არ ვართ ის ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ ცეკა-ს მდივნები, რომ უკარნახონ, როგორ უნდა იცხოვრონ. ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები და ჩვენ ამიტომ ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, მშვიდობიანი, დემოკრატიული და რა თქმა უნდა, კანონიერი. ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან- ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, აუდიტორიებშიც, პარკებშიც და არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქში და სოფელში. ჩვენ შევეცდებით გამოვიძიოთ გაყალბება, რაც მოხდა. ჩვენ იდენტიფიცირებას გავუწევთ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდა ამ გაყალბებაში. ჩვენ შევზღუდავთ ხელისუფლების წევრებს და მათ მოქმედებებს. საჯარო სივრცეებში ჩავატარებთ ახალი ტიპის აქციებს, ეს არ იქნება მხოლოდ მასობრივი აქციები და რუსთაველზე აქციები, არამედ იქნება აქციები, რომელიც დაანახებს ადამიანებს, თუ რა მოხდა საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე მათი რეაგირება“, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის თქმით კი, თუკი 1978 წელს ქართველებს ქართული ენის წართმევას უპირებდნენ, ახლა „გვიპირებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის,თვითმყოფადობის, დემოკრატიის და თავისუფლების წართმევას“, რაც მიუღებელია. მისივე თქმით. შედეგები, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„ამ არჩევნებზე გაიმარჯვა დემოკრატიულმა ოპოზიციამ და ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა მთავრობა,რომ მოგვპაროს ეს გამარჯვება. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას და ერთობლივად, კოორდინაციით მივყვებით ამ ბრძოლას ბოლომდე. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი. ამისთვის ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინიციატივა“-განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში