ბონდო თედორაძე - 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უფლება დაირღვა - ზოგ უბანზე სკოლის დირექტორები და სოფლის რწმუნებულები იმყოფებოდნენ და ამომრჩეველს დიდი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მოუწია არჩევანის გაკეთება

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლება დაირღვა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი ზეწოლის და შანტაჟის ფონზე გააკეთეს.

„26 ოქტომბერს რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ არჩევნებზე, ნათლად გამოიკვეთა, რომ არჩევნების კონსტიტუციურობა დაირღვა და არჩევანის ფარულობა არ იყო დაცული.

კონკრეტულ უბნებს აკონტროლებდნენ პირები, რომლებიც ოლქმა ყველა უბანზე წინასწარ დანიშნა. ესენი იყვნენ თავმჯდომარის მოადგილეები და რწმუნებულები, რომლებსაც მთელი უბანი, ქალაქის დასახლება და სოფლები ცნობდნენ, შესაბამისად მათ ამომრჩევლისათვის საარჩევნო უბნის გარეთ ნათქვამი სიტყვებით გავლენას ახდენდნენ.

დილით მოსულ ამომრჩევლებს ფარულობის დარღვევის პრინციპით ხმა მიაცემინეს, დაინახეს კონკრეტულმა პირებმა ვის მისცა ხმა, ამის შემდეგ გარეთ უთხრეს, რომ შენ შემოხაზე ეს ნომერი. დილით 10-ის ნახევარზე მთელმა უბანმა და სოფელმა გაიგო, რომ ხმის მიცემის პროცესი ჩანდა. ჩანდა ვის მიცეს ხმა. ზოგ უბანზე სკოლის დირექტორები და სოფლის რწმუნებულები და თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ, შესაბამისად დიდი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მოუწიათ არჩევანის გაკეთება”,- აცხადებს ბონდო თედორაძე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია