ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მხარ­და­ჭე­რით, ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ხა­ტის ასლი და მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი იტა­ლი­ა­ში ჩაბ­რძან­და. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას„ მი­ზა­ნია, ეს ვი­ზი­ტი იყოს ნუ­გე­ში­სა და იმე­დის მომ­ცე­მი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ემიგ­რან­ტე­ბის­თვის.

სიწ­მინ­დე­ე­ბი იტა­ლი­ის სამ ქა­ლაქ­ში - ფლო­რენ­ცი­ა­ში, რომ­სა და ბა­რი­ში ჩაბ­რძან­დე­ბა.

ხა­ტი­სა და მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­წყო.

ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს სიწ­მინ­დე­ე­ბის მო­ლოც­ვა ფლო­რენ­ცი­ის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ქარ­თულ ტა­ძარ­ში შე­ეძ­ლე­ბათ. ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა 31 ოქ­ტომ­ბერს, 17:00 სა­ათ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

ტური გაგ­რძელ­დე­ბა რომ­ში. 2 ნო­ემ­ბერს ღირ­სი მამა გაბ­რი­ელ აღმსა­რებ­ლის და სა­ლო­სის ხსე­ნე­ბის დღეს, წმინ­და ნა­წი­ლე­ბი რო­მის სამ­რევ­ლოს ტა­ძარ­ში დაბ­რძან­დე­ბა. 2 და 3 ნო­ემ­ბერს წირ­ვა ჩა­ტარ­დე­ბა 10:30 სა­ათ­ზე.

სიწ­მინ­დე­ე­ბი 6 ნო­ემ­ბერს ქა­ლაქ ბა­რი­ში ჩაბ­რძან­დე­ბა. 10:00 სა­ათ­ზე სამ­რევ­ლოს ტა­ძარ­ში წირ­ვა აღევ­ლი­ნე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ 2010 წელს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ფუძნ­და და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ერ­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. მა­ხ­ა­თას მთა­ზე სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბის გარ­და, „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

(R)

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა