გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებს, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შეეხება.

“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ ნოემბერს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაითიშება ქ. მცხეთაში კარიბჭის, აღმაშენებლის, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, იბერიელის, მრევლიშვილის, კანდელაკის, ჯავახიშვილის, კოსტავას, მრევლიშვილის, სამხედროს ქუჩებზე; 11:00-იდან 14:00 საათამდე - არმაზის, გიორგობიანის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, ნიჩბისი, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიაზე; 15:00-იდან 17:00 საათამდე - ქ. მცხეთაში ამირიანის, გამსახურდიას, მამულაშვილის, თაყაიშვილის, ერეკლე II, ანტიოქიის, გედევანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 15:00-იდან 16:00 საათამდე - საგურამოში, მუხრანში, ახალსოფელში.

11:00-იდან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, გლდანი, ლელუბანი.

15:30-იდან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, კრისტიან სტივენის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დე ბაის, იან ჰომერის, არქანჯელო ლამბერტის ქუჩებზე, დიდ დიღომში.

ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია