ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. შესაბამისი განცხადება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

ანა დოლიძის თქმით, მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ბრძოლა და ამ მხრივ, ოპოზიციური გაერთიანებები მუშაობენ მტკიცებულებებზე, რომელიც საჭირო იქნება საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად.

“თქვენს წინაშეა ერთობა იმ სამი ოპოზიციური გაერთიანების, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო ხალხის ნდობა და მანდატი, რომ მმართოს ქვეყანა და შეიყვანოს ევროკავშირში. ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენგან მიიღეს ნდობა, რომ წინ გაუძღვნენ ამ ქვეყანას განვითარების გზაზე. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაყალბებული და რუსეთის სპეცოპერაციის შედეგად მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვეწეოდით აქტიურ მუშაობას აქ და ჩვენ გაერთიანებებში იმისთვის, რომ შეგვეგროვებინა სერიოზული, სისტემური, კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია იმ გაყალბების 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის საერთაშორისო გამოძიებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არჩევნები მოგვპარეს, მაგრამ ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ სერიოზული, კარგად გამოკვლეული სამხილები და საარჩევნო მექანიზმები, რითაც ეს არჩევნები იქნა მოპარული. თუ ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე, ახლა ვსაუბრობთ სისტემურ, ფართომასშტაბიან სპეცოპერაციაზე - არჩევნების მიტაცებაზე.

ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევქმენით რამდენიმე სამუშაო მიმართულება, ეს ყველაფერი განხორციელდება აქ, შტაბში, რომლის ამოცანა იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ფაქტს, რაც არის არჩევნების გაყალბება და საქართველოს დარჩენა რუსეთის გავლენის ქვეშ და დარჩენა, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური ერთეულისა.

ამ მიზნით მუდმივ კომუნიკაციას ვაწარმოებთ თქვენთან, მოსახლეობასთან იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე მეტად სწორედ თქვენ ხართ გაბრაზებული იმაზე, რაც მოხდა. ძალიან კარგად ვიცით, რომ არცერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას, კუდრაჭას და ჭინკას გაატანოს ის არჩევანი, რაც არის ჩვენი ყველას ისტორიული არჩევანი და რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი.

ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას ამ კრიმინალურ სქემაში, რითაც მოპარული იყო არჩევნები, აუცილებლად იქნება გამოვლენილი და ჩვენს მიერ აშენებული დამოუკიდებელი პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დასჯილი.

ის, რაც მოხდა 26 ოქტომბერს - ჩვენი ხალხის დევნა, გამოძევება, მუქარა, შანტაჟი, საარჩევნო უბნებიდან გაყვანა და დაბულინგება - ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული. ხანდაზმულობა ამ დანაშაულს აქვს ბევრი წელი და თქვენ გაქვთ ძალიან პატარა ფანჯარა იმისთვის, რომ ჩაეხსნათ იმ კრიმინალურ სინდიკატს, რომელიც ამ ქვეყანას მართავს.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამას ვაკეთებდით და რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ოპოზიციის შეხვედრას "ძლიერი საქართველოს" ოფისში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე