ანა დოლიძე - კარგად ვიცით, რომ არცერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას, კუდრაჭას და ჭინკას გაატანოს არჩევანი, რაც ყველას ისტორიული არჩევანია - ყველა პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას კრიმინალურ სქემაში, იქნება გამოვლენილი

ძალიან კარგად ვიცით, რომ არცერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას, კუდრაჭას და ჭინკას გაატანოს არჩევანი, რაც არის ყველას ისტორიული არჩევანი - ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას კრიმინალურ სქემაში, აუცილებლად იქნება გამოვლენილი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის ბრძოლა არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის, ამასთან, გაგრძელდება მუშაობა პარტნიორებთან, ხოლო 4 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იგეგმება საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიცია დეტალურ სამოქმედო გეგმას წარადგენს.

“თქვენს წინაშეა ერთობა იმ სამი ოპოზიციური გაერთიანების, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო ხალხის ნდობა და მანდატი, რომ მმართოს ქვეყანა და შეიყვანოს ევროკავშირში. ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენგან მიიღეს ნდობა, რომ წინ გაუძღვნენ ამ ქვეყანას განვითარების გზაზე. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაყალბებული და რუსეთის სპეცოპერაციის შედეგად მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვეწეოდით აქტიურ მუშაობას აქ და ჩვენ გაერთიანებებში იმისთვის, რომ შეგვეგროვებინა სერიოზული, სისტემური, კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია იმ გაყალბების 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის საერთაშორისო გამოძიებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არჩევნები მოგვპარეს, მაგრამ ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ სერიოზული, კარგად გამოკვლეული სამხილები და საარჩევნო მექანიზმები, რითაც ეს არჩევნები იქნა მოპარული. თუ ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე, ახლა ვსაუბრობთ სისტემურ, ფართომასშტაბიან სპეცოპერაციაზე - არჩევნების მიტაცებაზე.

ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევქმენით რამდენიმე სამუშაო მიმართულება, ეს ყველაფერი განხორციელდება აქ, შტაბში, რომლის ამოცანა იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ფაქტს, რაც არის არჩევნების გაყალბება და საქართველოს დარჩენა რუსეთის გავლენის ქვეშ და დარჩენა, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური ერთეულისა.

ამ მიზნით მუდმივ კომუნიკაციას ვაწარმოებთ თქვენთან, მოსახლეობასთან იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე მეტად სწორედ თქვენ ხართ გაბრაზებული იმაზე, რაც მოხდა. ძალიან კარგად ვიცით, რომ არცერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას, კუდრაჭას დ ჭინკას გაატანოს ის არჩევანი, რაც არის ჩვენი ყველას ისტორიული არჩევანი და რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი.

ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას ამ კრიმინალურ სქემაში, რითაც მოპარული იყო არჩევნები, აუცილებლად იქნება გამოვლენილი და ჩვენს მიერ აშენებული დამოუკიდებელი პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დასჯილი.

ის, რაც მოხდა 26 ოქტომბერს - ჩვენი ხალხის დევნა, გამოძევება, მუქარა, შანტაჟი, საარჩევნო უბნებიდან გაყვანა და დაბულინგება - ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული. ხანდაზმულობა ამ დანაშაულს აქვს ბევრი წელი და თქვენ გაქვთ ძალიან პატარა ფანჯარა იმისთვის, რომ ჩაეხსნათ იმ კრიმინალურ სინდიკატს, რომელიც ამ ქვეყანას მართავს.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამას ვაკეთებდით და რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ოპოზიციის შეხვედრას "ძლიერი საქართველოს" ოფისში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის