„დავიბრუნოთ ევროპა“ - სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს იწყებენ

დავიბრუნოთ ქვეყანა“ - ამ ლოზუნგით ხვალ, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „ტალღაა“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს, დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგეძელდება.

„2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე.

ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს.

საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, რადგან ხმის დათვლისას ტექნოლოგიები მიზანმიმართულად არასწორად გამოიყენეს. ჩვენი პროტესტი არ შეჩერდება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება! გარდა ამისა, გუშინ, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა მთავრობის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განაპირობებს ქართველი ხალხის ნებას – ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას. მიუხედავად ამისა, მთავრობამ გააჩერა ეს პროცესი და ყოველდღიურად ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის.

მოვიტანოთ ბანერები, სასტვენები, ქვაბების თავსახურები, ბარაბნები, უკულელეები და ნიღბები – ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ხმა ყოველდღიურად უფრო ძლიერდება!

აქ ყველა ლიდერია – მოქალაქე, აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოპოზიციური პარტია. ეს ბრძოლა ყველასია, და პროცესს ერთად, თანაბარი უფლებებით ვმართავთ.

შევხვდეთ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. აქციები გაგრძელდება ყოველდღე 20:00 საათიდან – გამარჯვებამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია