ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა - თითოეული დაგვიანებული დღე ქმნის მტკიცებულების განადგურების რისკს

გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.

„ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.

ცესკო ასევე თავს არიდებს გადმოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია „სმარტ მატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესახებ, ვგულისხმობთ დოკუმენტაციას, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, სიის შენახვის ვადას და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს.

დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას - ცესკო-ს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.

თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია.

ამიტომ, დღეს მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია