ნათია მეზვრიშვილი - სჯობს მამუკა მდინარაძე ვირეშმაკობას მოეშვას

ჩვენ პირიქით გვაქვს მტკიცებულებები, მდინარაძე და მისთანები როგორ აყალბებდნენ არჩევნებს - არ ვიცი, მამუკა მდინარაძე რას ბოდავს! - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მათ ხმები დააკლო.

როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნება” ჩირგვებშია ჩამალული.

“როგორც უნდა, ისე მოიქცნენ. არ ვიცი, რაზე საუბრობს. არ მგონია, ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე საუბრობდეს. ჩვენ პირიქით გვაქვს მტკიცებულებები, მდინარაძე და მისთანები როგორ აყალბებდნენ არჩევნებს. ეს გამოგვაქვს სქემების, მტკიცებულებების სახით, თუ როგორ გადიოდნენ ადამიანები შიშის დერეფანს, კამერებით დაწყებული, „ძველი ბიჭებით“ დამთავრებული. მდინარაძის პასუხისმგებლობაა, მათ შორის ცესკოს კომისიები როგორც არის დაკომპლექტებული. ხომ არ გგონიათ, მხოლოდ კალანდარიშვილის პასუხისმგებლობაა?! “ოცნებამაც” უნდა აგოს პასუხი, მათი პარტიული აქტივით არის დაკომპლექტებული კომისიები. თუ რაიმეზე პასუხი უნდა გაგვცენ, ნება იბოძონ და მტკიცებულებებს გასცენ პასუხი, რომელიც მრავლად წარმოვადგინეთ. რატომღაც “ოცნება” ჩირგვებშია ჩამალული, თავს არიდებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე პასუხს. როცა მტკიცებულებებით ესაუბრები მათ სათქმელი არაფერი აქვთ და იმალებიან. როცა ჰაერზე ესაუბრები, იქ ძალიან “მაგარი ბიჭები“ არიან. თუ რაიმეს თავი აქვთ, გამოვიდნენ და იმ მტკიცებულებებზე ისაუბრონ, რომელიც გავასაჯაროვეთ და საზოგადოებას ვაჩვენეთ. ვალდებულება აქვთ გამოიძიონ. არ ვიცი, რას ბოდავს, იმას უპასუხოს, რაც მატერიალურია“,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, მან მამუკა მდინარაძის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც განმარტავს, რომ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია გამოძიების ფარგლებში კომისია შექმნან, ნებისმიერი ფორმატი გამოიყენონ, „გინდ პარლამენტში, გინდ საგამოძიებო უწყებაში მივიდნენ“.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა: „სჯობს მამუკა მდინარაძე ვირეშმაკობას მოეშვას“.

“სჯობს მამუკა მდინარაძე ვირეშმაკობას მოეშვას. შეგიძლია გადასცეთ, თუ რაიმე დასამალი არ აქვთ, ძალიან მარტივად, ნება იბოძონ და ცესკოს სიები, სრული ბაზა გადასცენ ნეიტრალურ პლატფორმას. გარშემო გვახვევია ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავები აღმოაჩინეს იმ უბნებზე მიწერილი, სადაც ფეხიც კი არ დაუდგამთ. ადამიანმა, რომელიც ნიუ - იორკში ცხოვრობს, თავი აღმოაჩინა მარნეულში, რომელიღაც უბანზე მიწერილი. ამ ადამიანს აქვს უფლება იცოდეს, ვინმე მივიდა თუ არა მისი სახელით არჩევნებზე. თუ დასამალი არაფერი აქვთ, საკითხი ძალიან მარტივად დგას: მტკიცებულებების განადგურებაში თუ წვლილს შეიტანენ, როგორც ვატყობ აქეთ მიდის საქმე, ამაზე პასუხისმგებლობა დროის ამბავია, დღეს იქნება თუ ხვალ, ვერც მდინარაძე და ვერც “ოცნების” სხვა წარმომადგენელი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას”, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია