საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოცურავეთა გუნდმა „ტონუსმა“ 17 მედალი, ასევე, გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“ - მოცურავეთა გუნდმა, ბათუმში გამართულ გიორგი კალანდაძის და ალექსანდრე ცინცაძის სახელობის პირველობაზე ცურვაში 17 მედალი, ასევე, გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ტურნირში, „ტონუსის“ (მწვრთნელები - მანანა თურქია და ირინა მინჟულინა) გარდა, მონაწილეობდნენ 2011-2012 წლებში დაბადებული ვაჟები და 2012-2013 წლებში დაბადებული გოგონები - აჭარის, გორის, რუსთავის, საჩხერის, ჭიათურისა და თბილისის გუნდებიდან.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელის, არჩილ იოსელიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა პირობებს ქმნის, რათა ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესი ნორმა გახდეს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დიდი ძალისხმევით, ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუდენტები და არა მხოლოდ ისინი, აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში. უნივერსიტეტში მოქმედებს სპორტის თითქმის ყველა სახეობის გუნდი, რომლებშიც, სტუდენტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულნი. „ტონუსის“ მოცურავეთა გუნდს მორიგ გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა არჩილ იოსელიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, „ტონუსის“ გუნდის წევრებმა შემდეგი ჯილდოები მოიპოვეს: 2011 წელს დაბადებულმა სპორტსმენებმა - დავით ახვლედიანმა: 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო; მარკოზ ნებუნიშვილმა: - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო; სანდრო არუთინოვმა: 1 ოქრო, 2 ბრინჯაო; სემიონ გავრილიჩენკომ: 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, ხოლო 2013-წლიანმა ივან გავრილიჩენკომ 1 ბრინჯაო დაისაკუთრა.

რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, 4X50 კომბინირებულ ესტაფეტაში „ტონუსის“ გუნდმა, დავით ახვლედიანის, მარკოზ ნებუნიშვილის, სანდრო არუთინოვისა და სემიონ გავრილიჩენკოს შემადგენლობით, ოქროს მედლები მოიპოვა; 4X50 თავისუფალი სტილით ცურვაში კი, „ტონუსი“, დავით ახვლედიანის, მარკოზ ნებუნიშვილის, ივან და სემიონ გავრილიჩენკოების შემადგენლობით, ვერცხლის პრიზიორი გახდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია