„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით 30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზების შექმნა ბიზნესებს ნოემბრის ბოლომდე შეუძლიათ

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, Ads მენეჯერის კამპანია გრძელდება.

ბანკის განმარტებით, მისი დახმარებით ბიზნესს შეუძლია, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მეტი სარგებელი შესთავაზოს, ამასთან ახალი მომხმარებლებიც მოიზიდოს.

„კამპანიის ფარგლებში, Ads მენეჯერის დახმარებით ბიზნესი საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობას აძლევს. ბიზნესის მიერ გასაწევ ხარჯს 30-ჯერ მეტ პლუს ქულას, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეცეს, AmEX და „საქართველოს ბანკი“ ფარავენ. შეთავაზების შექმნის ვადა უკვე გახანგრძლივდა და ბიზნესები კამპანიაში ჩართვას ნოემბრის ბოლომდე შეძლებენ.

ინფორმაციისთვის, კამპანიის ფარგლებში ბიზნესების მომხმარებლებს მაქსიმუმ 10 000 პლუს ქულის დაგროვება შეუძლიათ.

Ads მენეჯერი „საქართველოს ბანკის“ პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, ფასდაკლების, „ქეშბექის“ ან პლუს ქულების შეთავაზებები შექმნან და „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს „მობილბანკში“, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე წარუდგინონ.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ.

თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნა manager.bog.ge-დან შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელსა და პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს „ინტერნეტბანკში“ იყენებთ. ხოლო თუ ხართ მარკეტერი, შეთავაზების შექმნისთვის დირექტორს აქვს შესაძლებლობა, manager.bog.ge-ზე შესაბამისი როლი მოგანიჭოთ.

30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზებაზე სრული ინფორმაციისთვის ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე